ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს დაიცავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის მხრიდან “უპრეცედენტო თავდასხმის” შემთხვევაში აშშ ტაივანს დაიცავს.

CBS-ის ინტერვიუში კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ აშშ-ის ძალები ტაივანს დაიცავენ, ჯო ბაიდენმა უპასუხა, „დიახ, დაიცავენ“.

“არსებობს ერთი ჩინეთის პოლიტიკა და ტაივანი საკუთარ დამოუკიდებლობაზე გადაწყვეტილებას თავად იღებს. ჩვენ არ ვახალისებთ მათ დამოუკიდებლობას - ეს მათი გადაწყვეტილებაა”, - აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტის ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა.

“პრეზიდენტმა ეს ადრეც თქვა, მათ შორის ტოკიოში მიმდინარე წლის დასაწყისში. მან ასევე ცხადყო, რომ ტაივანის მიმართ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა”, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს