უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინის ომში ტამბოვიდან 400 პატიმარი გაგზავნა

რუსეთმა, უკრაინაში განლაგებული ჯარების გასაძლიერებლად, ქალაქ ტამბოვიდან 400 პატიმარი გაგზავნა, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში „ავღანელი მეომრების“ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაევალათ ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის შეგროვება მოხალისეთა რეგიონალური ბატალიონისთვის თბილი ტანსაცმლის შესაძენად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 3 სარაკეტო და 22 ავია დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა