დავით ბაქრაძე - ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება

ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური გაეროს 77-ე სესიის გახსნას დაესწრება, მოგვიანებით კი გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დელეგაცია უკვე ნიუ-იორკშია. ხვალ გაიხსნება უკვე გაეროს 77-ე სესია, რომელსაც რა თქმა უნდა, დაესწრება და გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგოუსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხები, გამომდინარე ჩვენი გამოწვევებიდან, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს დელეგაციის შეხვედრების და საუბრების მთავარ დღის წესრიგში”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები