კიკეთში მომხდარი  მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 54 წლის მამაკაცს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 54 წლის მამაკაცს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ. ადვოკატის, სულხან კომახიძის განმარტებით, ბრალის წარდგენის ზუსტი დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, კიკეთში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტი 17 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ავტომატიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც ერთი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

"ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო