თბილისში პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, წელს 255 ათასამდე ჯარიმა გამოიწერა, რაც 2021 წლის მთლიან მაჩვენებელს 88 ათასით აჭარბებს

2022 წლის 1-ელი იანვრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, დედაქალაქში პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო 254 965 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის 8 თვეში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების რაოდენობა, 2021 სრული წლის მაჩვენებელს 88 719-ით აჭარბებს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სამართალდარღვევა, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომას. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, 2020 წელს შედგენილია - 16 627 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, 2021 წელს შედგენილია - 166 246 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით შედგენილია - 254 965 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 10 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, ამ ნაწილში შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია“, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა