არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის უკანონო თვალთვალთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე - თუ არსებობს მტკიცებულებები და თუ ეს მორიგი პოლიტიკური სერიალი არ არის, ეს მტკიცებულებები უნდა წარადგინოთ საგამოძიებო ორგანოში

თუ არსებობს მტკიცებულებები და თუ ეს მორიგი პოლიტიკური სერიალი არ არის, ეს მტკიცებულებები უნდა წარადგინოთ საგამოძიებო ორგანოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე - სპიკერი არჩილ თალაკვაძე მედიაში 17 სექტემბერს უკანონო თვალთვალის თაობაზე გასულ სიუჟეტს.

ამასთან, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა საგამოძიებო ორგანოებთან წყაროებიც უნდა დაასახელონ.

„მტკიცებულებები უნდა წარადგინოთ საგამოძიებო ორგანოში, ოღონდ არა ისე, როგორც გაშუქებული იყო - საჯარო სივრცეში გადაღებული ფოტოებით და თითქოს ხმოვანი შეტყობინებებით, რომელზეც მტკიცებით ფორმაში ამბობდით, რომ თითქოს ერთ ან მეორე პირს ეკუთვნოდა. უნდა გამოიჩინოთ კეთილი ნება, მტკიცებულებები თავისი წყაროებით უნდა წარადგინოთ საგამოძიებო უწყებაში, მხოლოდ ასეა შესაძლებელი და არა ტელესერიალებით, რომ თუ რაიმე უკანონობას აქვს ადგილი, ამას სამართლებრივი პასუხი გაეცეს. ზოგადად, აშკარაა ტენდენცია, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ცდილობს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის თაობაზე. ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. ამავე ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის