დავით მათიკაშვილი „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასა“ და „დროას" კოალიციად ფორმირების შესაძლებლობას ფარსს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასა“ და „დროას" კოალიციად ფორმირების შესაძლებლობას ფარსს უწოდებს. მისი თქმით, ეს პარტიები როგორც დაშლილად, ისე გაერთიანებულად ვერაფერს შეძლებენ.

„ეს ისეთივე ფარსია, რა ფარსიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა იყო. ეს პარტიები ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ იყვნენ და ერთიან სისტემას წარმოადგენდნენ. როგორც ერთიანად, ისე დაშლილად და კვლავ გაერთიანებულად, ისინი ვერაფერს შეძლებენ, რადგან ელექტორალურად მათი მხარდაჭერა ნულის ტოლია”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია "ლელოს", "გირჩი - მეტი თავისუფლებას", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "დროას" შესაძლო გაერთიანების შესახებ .

ინფორმაციაზე “სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საუბარი არ არის კოალიციის შექმნაზე, არამედ საუბარია პროევროპულ მოძრაობაზე, რომლის ფარგლებშიც ყველა პროდასავლურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია