ყველაზე რთულად პროცესები სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მიდის - ნაკლებად ხდება ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება,- ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში მონაწილე ოპოზიციის მოთხოვნაა, იუსტიციის საბჭოს ფორმირების ცვლილება, რისი პოლიტიკური ნებაც უმრავლესობას არ აქვს.
„სამუშაო ჯგუფი სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე აგრძელებს მუშაობს, მაგრამ ეს ჯგუფი არის ის, სადაც ყველაზე რთულად მიდის პროცესები და ყველაზე ნაკლებად ხდება ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება. მთავარი მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების ცვლილება, რაზეც მმართველი პარტია ამბობს, რომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც შევთავაზეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა, თუკი თვლიან, რომ ასეთი ტიპის ცვლილებები სჭირდება, თუმცა, ვფიქრობ, ასეთი ჯგუფის შექმნას არ აპირებენ. პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეთ, მარტივია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც აშშ საელჩოს რეკომენდაციებიც ემხრობა თუმცა, ამის მზაობას ვერ ვხედავ", - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისათვის, ევრორეკომენდაციების შესრულების ფარგლებში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.