იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა პარლამენტის კომიტეტს ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სამსახურის 2020 - 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

ანგარიშში შესულია სტატისტიკური ინფორმაცია საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამართალწარმოების, ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული რეფორმების და სხვა აქტივობების შესახებ.

მან აღნიშნა, რომ 2021 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ნაწარმოები იქნა 17 442 საქმე; გაწეულია 24 369 კონსულტაცია; შედგენილ იქნა 1 454 სამართლებრივი დოკუმენტი. უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2021 წელს გაიხსნა 5 საკონსულტაციო ცენტრი: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლენტეხში, ონსა და ხაშურში.

„დაიწყო მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად სამართლებრივ სისტემაში. შეიქმნა მობილური აპლიკაცია LAS Georgia - ყველა სახის მობილური ტელეფონების მფლობელებს საშუალებას აძლევს მიიღონ სამართლებრივი დახმარება ტელეფონის საშუალებით და ამავე დროს, დაცული იყოს მათი კონფიდენციალურობა. ამ ეტაპზე აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია იურისტთან გასაუბრება ბავშვთა კოდექსის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით: 2021 წლის 11 ივნისს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა მიერ ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მოძრაობას „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი". აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა ათეულობით შეხვედრა ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესები. დონორთა დახმარებით აღნიშნული მოძრაობა კვლავ გრძელდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანგარიშის დასრულების შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილმა კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა