დედოფალი ელისაბედ ll უინძორის ტაძარში დაკრძალეს

დედოფალი ელისაბედ ll უინძორის ტაძარში დაკრძალეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ ll უინძორის ტაძარში მისი მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის, ფილიპის გვერდით დაკრძალეს.

წმინდა ჯორჯის ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში მიმდინარეობდა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები დაესწრნენ.

დედოფალი ელისაბედი 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფალი სამეფო ტახტს 70 წლის მანძილზე მართავდა.

გლოვის პერიოდი კიდევ ერთი კვირით - 26 სექტემბრის ბოლომდე - გაგრძელდება.