ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

შეხვედრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა საომარი მოქმედებების თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების აუცილებლობას.

მისი თქმით, კონფლიქტი არა სამხედრო დაპირისპირებით, არამედ მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დიპლომატებს მოუწოდა მიმდინარე თვეში კიდევ ერთხელ შეხვდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე ბლინკენი ტელეფონით ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ესაუბრა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო