მოსამართლე მანანა კობახიძეს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ პროკურატურას მიმართა, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუღია

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს, რომელმაც 2021 წლის სექტემბერში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში მოხვედრის გამო პროკურატურას განცხადებით მიმართა, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუღია. როგორც „ინტერპრნიუსს“ მანანა კობახიძემ განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში ამ საკითხზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება მისთვის უცნობია.

„ პროკურატურაში განცხადება შევიტანე და მოვითხოვე გამოძიების დაწყება იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც გავრცელდა ინტერნეტით და რაც ეხებოდა ჩემთან საუბარს, კერძოდ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან საუბარს, რომლის ავთენტიკურობა სახეზე არ იყო. გარკვეული ეჭვები არსებობდა, რომ ეს ჩანაწერი შესაძლებელია შესრულდა, მაგრამ შემდგომ ტექსტი და შინაარსი ნამდვილად არ იყო ავთენტიკური, რასაც მე გავეცანი ანუ ის, რაც აიტვირთა. თუმცა, ის ფაქტი, რომ გარკვეული კომუნიკაცია შედგა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და ჩემს შორის, ნამდვილად იყო უტყუარი. ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, მე გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ნამდვილად იწერდნენ ამ საუბარს და თუ ეს, ასე იყო, რა თქმა უნდა, ეს იყო კანონდარღვევა, კონსტიტუციით დაცული ფუნდამენტური უფლების და ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოძიებული. შესაბამისად, მე მივმართე გამოძიებას, მოვითხოვე ამ ფაქტის გარკვევა, რასთან გვქონდა საქმე. ამ შემთხვევაში, მოწმის სტატუსით დავიკითხე, მაგრამ ამის შემდგომ რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კონკრეტულად ამ დროისთვის, რა ეტაპზეა ეს საკითხი ჩემთვის არ უცნობებიათ. ჯერ რაიმე ინფორმაცია პროკურატურისგან არ მიმიღია. დაზარალებულის სტატუსი რომ მქონდეს მინიჭებული, რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი იქნებოდა“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის სექტემბერში გავრცელდა ფაილები, რომლებიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრაცეფტივ „აი ისას“ საქმის განხილვას, რა დროსაც დაინტერესებულ მხარეს მოსამართლესთან კომუნიკაცია ჰქონდა. უფრო კონკრეტლად, აღნიშნული ფაილების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაიწყო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მოსამართლე მანანა კობახიძეს საქმის დეტალებზე საუბრის მიზნით დაურეკა. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელიც სასამართლოში „აი ისას“ საქმეს განიხილავდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო