უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტის ხსენება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ უნდა განიხილოს, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგომომარაგების კრიზისს და დააზარალებს ევროპას.

„ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს სანქციების მე-8 პაკეტის ხსენება, უნდა შეწყვიტოს ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგომომარაგების კრიზისს“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 21 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარებისა“ და 24 თებერვალს უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება დაიწყო. სანქციები მოიცავს მიზანმიმართულ შემზღუდველ ზომებს (ინდივიდუალური სანქციები), ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატიურ ზომებს. ეკონომიკური სანქციების მიზანია რუსეთს, მისი ქმედებების გამო, მძიმე შედეგები დაუწესოს და ასევე ეფექტურად აღკვეთოს მისი აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა