მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრისთვის გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრისთვის გადაიდო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა წაიკითხა პენიტენციური სამსახურის განცხადება, რითაც აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს სხდომის მის გარეშე გაგრძელებაზე. მოსამართლემ ასევე წაიკითხა სამედიცინო დაწესებულების “ვივამედი” ექიმის წერილი, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრებოდა.

“ექიმი ამბობს, რომ ჯანმრთელობუს მდგომარეობის გამო ბრალდებული პროცესს ვერ ესწრება, ასეთ შემთხვევაში გასვლითი სხდომის ჩატარება ლოგიკას მოკლებულია”, - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, “პიჯაკების საქმე” ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების, პოლიტიკური დევნის მკაფიო ნიმუში. მისი თქმით, მთელმა საზოგადოებამ იცის, როგორი აბსურდული ბრალდებით ასამართლებენ თეიმურაზ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს.

“ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პროკურატურის პოლიტიკურ ქვემდებარეობაზე. რაც შეეხება დღევანდელი პროცესის გადადების მიზეზს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ის ფაქტორი, რის გამიც დღეს პროცესი ვერ შედგა და ყველას კარგად გვესმის, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უაღრესად დამძიმებულია პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ის საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას”,- განაცხადა ბასილაიამ.

დღევანდელ პროცესზე გამოცხადდა ერთ-ერთი ბრალდებული, თემურ ჯანაშია.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი