ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, მან სროლის ხმა გაიგონა. მისივე თქმით, შეიარაღებულ პირს ნიღაბი ჰქონდა ჩამოწეული.„საქართველოს ბანკში“ მივდიოდი თანხის ჩასარიცხად. ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა. როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა. გარედან დაიძახეს ნიღბიანია შესული და ავტომატურად ვინც შევძელით გამოვიქეცით. რომ გამოვედი, ნიღაბი უკვე ჩამოწეული ჰქონდა და აკვირდებოდა გარეთ თუ იყო ვინმე“, - განაცხადა თვითმხილველმა „მთავართან“.

პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო