ლიზ ტრასი უკრაინელებს - გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა

ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხის მიმართ ასეთია: გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

„ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის გამარჯვებები შთამაგონებელი იყო. ეს მამაცი ხალხი აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როდესაც ისინი იღებენ საჭირო სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით.

„გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადის“ ჩაკეტვით, პუტინმა ევროპაში მილიონობით ადამიანი გაგზავნა უფრო ცივ და რთულ ზამთარში. ძალიან ბევრ ადამიანზე - უკრაინაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში - მანიპულირებენ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს“,- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო