ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რაც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რაც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პარლამენტის მიერ აუცილებლად დამტკიცდება.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რაც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება.19 ძირითადი რეკომენდაცია წარმოადგინა თავის დროზე ეუთო/ოდირმა და სწორედ აქედან გამომდინარე შემუშავდა კანონპროექტი. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას მთავარ თემაზე, ეს არის ელექტრონული წესით ხმის მიცემა და ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაინერგება. ეს მოიცავს ამომრჩეველთა მინიმუმ 70%-ს. შეიძლება ეს იყოს 90%-ზე მეტიც, უბრალოდ, ჩვენ თავს ტექნიკური ასპექტებიდან გამომდინარე ვიზღვევთ, რომელიც ტექნოლოგიების დანერგვასთან არის დაკავშირებული. ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავს ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, რაც სარჩევნო პროცედურების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. მოხსნის უამრავ საკითხს, რაც დღის წესრიგში იდგა. ეს არის იგივე ოქმების დაუბალანსებლობის საკითხი, რეგისტრაციასთან დაკავშირებული სპეკულაციები თუ კითხვები, რაც ე.წ. კარუსელს უკავშირდებოდა და ა.შ. უამრავი კითხვა მოიხსნება. ასევე, არჩევნების შედეგები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე წუთში. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პარლამენტის მიერ აუცილებლად დამტკიცდება“, -განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო