თბილისის საქალაქო სასამართლოში კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, კიკეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დაკავებული გელა ნიორაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ბრალდებულიც ესწრება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გელა ნიორაძემ დანაშაული ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში, რაც ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გელა ნიორაძე მიიმალა. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ნიორაძეს პატიმრობა უნდა შეეფარდოს, რადგანაც სხვა შემთხვევაში კიდევ მიმალვის საფრთხე არსებობს. პროკურორი ასევე განმარტავს, რომ ნიორაძის თავისუფლებაში ყოფნა მიზანშეუწონელია რადგანაც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, ნიორაძე წარსულში ნასამართლევია და ახლა პირობითი მსჯავრის ქვეშ არის, ბოლო ნასამართლობა კი, 2021 წელს ფიქსირდება.

შეგახსენებთ, გელა გელა ნიორაძეს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებული, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა