ევროკავშირის ახალი ელჩი ე.წ. მეორე ფრონტზე - ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა - ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია

„წმინდა წყლის სისულელეს“ უწოდებს კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ „გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“. შესაბამის კითხვას ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა.

„ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა. ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია“,- განაცხადა ელჩმა.

ამასთან როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.

„ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ვფიქრობ, ამაზე კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წმინდა წყლის ნონსენსია. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ გასულ კვირას საქართველოში ჩვენმა მონიტორინგის მისიამ 14 წლისთავი აღნიშნა. 14 წელია, რაც მისია უზრუნველყოფს სტაბილურობისა და პროგრესის დაცვას, როდესაც საქმე ეხება სეპარატისტულ ტერიტორიებს. ჩვენ, ასევე, თანათავმჯდომარეობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის მიზანიც ამ გამორჩეული საკითხის გადაჭრაა“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ინტერპრესნიუსთან“ ელჩის პირველი ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს