ირაკლი კობახიძე ე.წ. ოთხეულის განცხადებაზე - საჯაროდ დაისვა კითხვა და აშშ-ის საელჩოს შეუძლია დეტალურად გაშალოს ინფორმაცია, თუ რაზე იხარჯება ეს თანხები, ხომ დამთავრდება ამით ყველაფერი

ოთხეულის კითხვები არის ლეგიტიმური, საელჩოს შეუძლია პასუხის გაცემა - მე არ ვიცი, რაში იხარჯება აშშ-ის მიერ გაცემული დაფინანსება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა გაემიჯნოს ოთხეულის განცხადების იმ ნაწილს, რომ ამერიკული დაფინანსება საქართველოში დემოკრატიული სისტემის არა განმტკიცებისთვის, არამედ შერყევისთვის იხარჯება და შეუძლია თუ არა უპასუხოს ოთხეულს, რეალურად რისთვის მიემართება ამერიკული დახმარება. კობახიძის განცხადებით, საელჩოს თავად შეუძლია დაამტკიცოს რისთვის იხარჯება ამერიკული თანხები.

„საუბარია 4 პარლამენტარზე, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული და ისინი სვამენ კითხვებს, რაც არის დემოკრატიის ნაწილი. ეს კითხვები არის ლეგიტიმური და საელჩოს შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს მათი პრეროგატივაა. მე რა პასუხი უნდა მქონდეს? მე არ ვიცი, თქვენ იცით, რაში იხარჯება (ამერიკის სახელმწიფოს დაფინანსება)? - მე არ ვიცი, რაზე იხარჯება კონკრეტულად ეს ფული, არც თქვენ იცით.

რაც შეეხება კონკრეტულად მათ კითხვას, ის საჯაროდ ისმება, ჩვენ ამის მომხრე არ ვიყავით და დღესაც არ ვართ. საჯაროდ დაისვა კითხვა და საელჩოს შეუძლია დეტალურად გაშალოს ინფორმაცია, თუ რაზე იხარჯება ეს თანხები, ხომ დამთავრდება ამით ყველაფერი. ეს არის მთავარი - დაისვა კითხვა, არის 4 დეპუტატი, ჩვენ საჯაროდ კითხვის დასმა შეიძლება მოგვწონდეს, არ მოგვწონდეს, მათი დემოკრატიული უფლებაა ეს.

თუ ამ კითხვებზე პასუხები იქნება გაცემული, საელჩოს შეუძლია დაამტკიცოს რისთვის არის გაცემული ეს თანხები,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო