ევროკავშირის ელჩი - რეკომენდაციების შესრულების პროცესში ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი უნდა იყოს ინკლუზიურობა, ოპოზიციამ კი უნდა იმუშაოს ხელისუფლებასთან ერთად

ახლა ქართველებზეა დამოკიდებული, რომ მათ შეასრულონ საშინაო დავალება - ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ეს შესაძლებლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ მოგცათ და რომელიც ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით გაჩნდა, ფუჭად იქნება გახარჯული,- ამის შესახებ ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ჩართულობა.

„მე ვახსენე ევროპული პერსპექტივა, რომელიც გაიხსნა საქართველოსთვის. კანდიდატის სტატუსი, რომელიც ამ პროცესში შემდგომი ეტაპია, საქართველოს გარკვეული პირობებით მიენიჭება. ევროკომისიამ საქართველოს 12 რეკომენდაცია მიაწოდა, 12 არეალი, სადაც პროგრესის მიღწევა აუცილებელია. ვიცი, რომ ხელისუფლებას ძალიან ამბიციური გეგმა აქვს იმისთვის, რომ ეს 12 პირობა დააკმაყოფილოს, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ყველა მხარეზე, ააშენოს ხიდი და იმუშაოს კონსტრუქციულად, რათა მიაღწიოს პროგრესს 12-ვე მიმართულებით. ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი უნდა იყოს ინკლუზიურობა, რათა ამ პროცესში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე. ოპოზიციის მხრიდან კი უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა - ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველყოს პროგრესის მიღწევა. რეალურად ეს მოითხოვს ყველას გაერთიანებას და ეროვნული ინტერესების სულისკვეთებით მუშაობას. ვიმედოვნებ, რომ პროცესში მონაწილე მხარეები საქართველოში იმუშავებენ კონსტრუქციულობის სულისკვეთებით, რათა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პროგრესი მიიღწეს. ქართველები უნდა დასხდნენ ერთად, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ააშენონ ხიდები და დაძლიონ განსხვავებები, რადგან, ჩემი რწმენით, ეს მომენტი საჭიროებს გამოყენებას. ევროპული პერსპექტივა განსაკუთრებით ამ ტურბულენტურ დროს, არის ის, რამაც უნდა გააერთიანოს საქართველო, ყველა ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს“,- განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის