ირაკლი ჩიქოვანი - აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ყიჟინა, თითქოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩანს, მოგონილია

აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ყიჟინა თითქოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩანს, მოგონილია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბრალდებებს რეალური საქმე, რეალური შეხვედრები და რეალური შედეგები უპირისპირდება, რომელსაც როგორც ხელისუფლება, ასევე მმართველი გუნდი დებს.

ჩიქოვანმა სესიაზე პრემიერ-მინისტრის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო ვიზიტებზე და შეხვედრებზე ისაუბრა.

"თვის დასაწყისში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ასოცირების საბჭო - ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და გავიაროთ ის პროგრესი, რომელიც აქვს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. საბოლოო დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის და ბატონი ბორელის შეხვედრის შემდგომ, ძალიან ცხადად არის ასახული ის პროგრესი, რომელიც საქართველომ განვლო ამ პერიოდის განმავლობაში - პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ხაზი გაესვა, იმის მნიშვნელობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად შესრულდეს ყველა ის პირობა და რეკომენდაცია რომელიც 12 პუნქტად არის ჩამოყალიბებული ევროკომისიის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ- მინისტრმა კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება და ჩვენი გუნდი ძალიან სწრაფად და ოპერატიულად შეასრულებს ამ ყველაფერს. ასევე იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ - მინისტრს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც იყო შეხვედრა უმაღლეს დონეზე და ბატონ შოლცთან, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი ძალიან მკაფიო გზავნილები გაჟღერდა და მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, რომელიც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული. ამ მომენტში საქართველოს პრემიერ - მინისტრი ძალიან დიდი დელეგაციით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. ასევე ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებში, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანაში ვატარებთ და იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო