თეონა აქუბარდია - ამ გართულებულ ვითარებაში, იქნება ეს ჩვენს მეზობლებს შორის კონფლიქტის ესკალაცია, სამშვიდობო შეთანხმების საკითხი თუ რუსეთის აგრესია, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, საქართველო საერთოდ სად არის?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკით დაიწყო.

როგორც მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია, არცერთხელ არ შეკრებილა.

„ამ გართულებულ ვითარებაში, იქნება ეს ჩვენს მეზობლებს შორის კონფლიქტის ესკალაცია, სამშვიდობო შეთანხმების საკითხი თუ რუსეთის აგრესია, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, საქართველო საერთოდ სად არის? გასაგებია არგაღიზიანების პოლიტიკა, ამით დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლა, თუმცა, არგაღიზიანების პოლიტიკა თუ ნიშნავდა იმას, რომ ჩირგვებში უნდა ჩაგვერგვო თავი და საერთოდ არ შეგვემჩნია ჩვენს ირგვლივ რა ხდებოდა, როგორც ჩანს, აქამდეც მივედით. არაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ კანონით შექმენით ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია და რომელიც არცერთხელ არ შეიკრიბა, როგორც უკრაინაში საომარ მდგომარეობასთან, ისე ოკუპირებულ ტერიტორებთან და სამეზობლოში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით. მინდა ბიჭვინთის ანექსიასთან დაკავშირებით განვაცხადო, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არ არის ფაქტი, რომლის იგნორირება საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა მოხდეს“,-განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ასევე უცნობია, რა ხდება დეოკუპაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით.

„არ მგონია, ისე დაასრულოთ „ქართულმა ოცნება“ მოღვაწეობა, რომ ამ სტრატეგიამ დღის სინათლე იხილოს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლიდან არ განგიახლებიათ და ამაზე პასუხი არ არის. დეზინფორმაციული და ანტიდასავლური მძლავრი კამპანია, რომელსაც მათ შორის ჩვენი კოლეგების, უმრავლესობის დეპუტატებისგან ვისმენთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინაღმდეგ არის მიმართული. საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკრეტული ფუნქცია აქვს დაკისრებული და არაფერი ვიცით, თუ რას აკეთებს ან ზოგადად, პოზიცია რა არის, როდესაც ასეთი ორგანიზებული, ანტიდასავლური კამპანია და თავდასხმები მიმინარეობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე“,-განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო