ნიკა გვარამია - არც ერთი დამფუძნებელი არ მედავება, არავინ მედავება, ამიხსენით, ვინ მედავება?

სამართლებრივი ფუნდამენტი ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობისა, მათ შორის სამოქალაქო სამართლებრივი, არ არსებობს. არც ერთი დამფუძნებელი არ მედავება. არავინ მედავება. ამიხსენით, ვინ მედავება? - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამეწარმეო დანადაულების მტკიცება უკიდურესად რთული და კომპლექსური.

„იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ზიანი არ ადგება, არამედ სამეწარმეო სისტემა არის დანაშაულის ობიექტი, მტკიცების ტვირთი ურთულესია. ასევე უმძიმესია პროკურატურის მიერ ამ საქმეებზე გამოსვლა, რადგან საჭიროებს სამეწარმეო, სამოქალაქო, ასევე ფინანსური სამართლის კარგ ცოდნას, რაც პროკურორებს არ აქვთ. როცა პროკურატურაში ვმუშაობდი, მაშინაც პრობლემა იყო ეს. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ წყდება. ზუსტად ამიტომ, ამ ბრალდებების წრე ძალიან შეზღუდულია მსოფლიო მასშტაბით. მთავარი რაც პროკურატურას რაც არ თუ ვერ ესმის, იურიდიული პირის სამართალსუბიექტურობა დამოუკიდებლად არ არსებობს. სამეწარმეო სუბიექტის სამართალსუბიექტურობას ახორციელებენ მისი ბენეფეციარი მესაკუთრეები. დირექტორი ამას აკეთებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში, მაგრამ სამართალსუბიექტურობა მთლიანად არის ე.წ. დამფუძნებლებზე. დირექტორი პასუხისმგებელია მხოლოდ მის დროს მოქმედი დამფუძნებლების წინაშე, მე ვერ გავიგე გინ მედავება, მედავება სახელმწიფო, რომელმაც ჩაანაცვლა იურიდიული პირის სამართალსუბიექტურობის განსაზღვრისას ის ხალხი, ვის წინაშეც მე პასუხისმგებელი ვიყავი. ასეც რომ იყოს, როგორც ბრალდება მეუბნება, ვის წინაშე ვარ პასუხისმგებელი? ამიხსენით, ვინ მედავება. ვინ არიან ის ადამიანები, ვის წინაშეც პასუხისმგებლობა დავარღვიე? ამაზე განმარტება არ გაკეთებულა პროცესის არც ერთ ეტაპზე.

დირექტორმა რაც არ უნდა ჩაიდინოს - „პორშე“ წაიღოს, ბინები წაიღოს, რა კონტრაქტიც არ უნდა დადოს, ასეც რომ იყოს ყველაფერი, როგორც ბრალდება გვეუბნება, მე ვის წინაშე ვარ პასუხისმგებელი? რაში მაინტერესებს სახელმწიფოს აზრი? ამას გარდა, სამოქალაქო სარჩელია ჩემ წინააღმდეგ და სწორედ ის არის განმსაზღვრელი და არა პროკურატურაში შეტანილი რაღაც განცხადება. საერთოდ არ ვიცი ეს რა ფორმაა, როდესაც გვერდის ავლით სამეთვალყურეო საბჭოში ვიღაც პაატა სალია იღებს გადაწყვეტილებას, თუ შეიძლება შეისწავლეთ გვარამიას საქმე. რა არის ეს, კონტროლის პალატა გამოიძახა თუ რას გვასწავლის ეს? არც აუდიტი ჩაუტარებია, არც სამეთვალყურეო საბჭოსთან ულაპარაკია. გულწრფელად გეტყვით, პასუხისმგებლობის სისხლის სამართლებრივი და სხვა ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივისაც კი, ფუნდამენტი არ არსებობს. სამართლებრივი ფუნდამენტი ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობისა, მათ შორის სამოქალაქო სამართლებრივი, არ არსებობს. არცერთი დამფუძნებელი არ მედავება. არავინ მედავება. ამიხსენით, ვინ მედავება? ერთადერთი ფუნდამენტი ჩემი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ჩემი დირექტორობის დროს იყვნენ დამფუძნებელი. ასეთი რამ არ არსებობს. შესაბამისად, ვერ ვიგებ ვინ მედავება.

ამაზე განმარტება არ გაკეთებულა არცერთ ეტაპზე. ჩხიკვაძე ამბობს, რომ უნდა გამეთვალისწინებინა, რომ ქიბარ ხალვაში შეიძლება გამხდარიყო მესაკუთრეო. ეს სად არსებობს? ვინ ქიბარ ხალვაში უნდა გამეთვალისწინებინა?“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო