პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ისტორიული შანსია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ევროპაში ინტეგრაცია არ უნდა

პოლიტიკური ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ისტორიული შანსია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ევროპაში ინტეგრაცია არ უნდა.

ამასთან, მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროპაში ინტეგრაცია, რადგამ ევროპული დემოკრატია და ოლიგარქია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

„ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირებულნი ვიყოთ იმაზე, რომ ევროპა არის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, რომ კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შანსი და შესაძლებლობა საქართველოში ყველა დაბადებული თაობისთვის, თქვენ დაკავებული ხართ რეალობის მოდელირებით, რათა მთავარი თემა იყოს, სურთ თუ არა ბაიდენსა და შარლ მიშელს საქართველოში ომის დაწყება. მე მესმის, რომ ამას მარტივი, პრიმიტიული მიზანი აქვს - თქვენ არ გინდათ ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ, რომ ევროპული დემოკრატია და ოლიგარქია შეუთავსებელია ერთმანეთთან. მე მაინტერესებს კითხვებზე პასუხი და თუ ნამდვილად დაინტერესებული ხართ ინტეგრაციის პროცესით, რიტორიკა - „დასავლეთი ომს გვაძალებს“, რას გაძლევთ? რა დივიდენდის მომტანია ეს საქართველოსთვის? გვეხმარება ინტეგრაციაში? ყოველ დღე ამერიკის ელჩის ამოჩემება და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაზე თავდასხმა ვის ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს? მაშინ რომელ სხვა გზას გვთავაზობთ - თუ ამერიკისა და ევროპის გზა ომისა და საქართველოს დანგრევის გზაა?! ეს არის პრიმიტიული ნარატივი იმისა, რომ შევქმნათ მოლოდინი, გადაიფაროს მარცხი და ხალხმა ის კი არ თქვას, რა ცუდია ქვეყანა ისტორიულ მარცხამდე რომ მივიდა და თქვენი პასუხისმგებლობა არ დადგეს, არამედ თქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ომს აგვაცილა და უნდა ვიზეიმოთ თურმე კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება. ამას გვთავაზობთ? ამაში უნდა გამოგყვეთ? ეს არის გზა?“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო