ვლადიმერ პუტინი ალან გაგლოევს „რესპუბლიკის დღეს“ ულოცავს და აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს ე.წ. რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„გთხოვთ მიიღოთ ჩემი ყველაზე თბილი მილოცვა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული გახდა სამხრეთ ოსეთის ხალხის სიმამაცისა და გმირობის სიმბოლო, რომელიც მედგრად ბრძოლაში იცავდა თავის ლეგიტიმუ

რ უფლებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპებს ეფუძნება.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ყველა შესაძლო დახმარება სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხისადმი მათ წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - აღნიშნა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო