ხატია დეკანოიძე - საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება - ალბათ, გახსოვთ, შს მინისტრისგან ყველა კითხვა ესებუაზე აღქმული იყო ქილიკით

საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება - ალბათ, გახსოვთ, შს მინისტრისგან ყველა კითხვა ესებუაზე აღქმული იყო ქილიკით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა „საქართველის ბანკის“ ქუთაისის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრას და აღნიშნა, რომ მაღალჩინოსნების დამოკიდებულება ასეთი საკითხების მიმართ საკმაოდ მძიმეა.

"იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც მძევლად იმყოფება შეიარაღებული მძარცველის ხელში, იქნება უვნებელი და ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი სამართალდამცავი უწყებების. რაც შეეხება ზოგადად, დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება. ალბათ გახსოვთ, შს მინისტრისგან ყველა კითხვა, რაც გულისხმობდა ბადრი ესებუასთან დაკავშირებულ დაკავების ოპერაციას თუ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, აღქმული იყო სერიოზული ქილიკით, იუმორით, რაც ნამდვილად არ არის სასაცილო, ამიტომ ასეთი დამოკიდებულება შს მინისტრის და მაღალჩინოსნების მხრიდან, საფრთხის ქვეშ აგდებს ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც დილით იღვიძებს, მიდის მაღაზიაში, ბანკში თუ ა.შ.შესაბამისად, საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა დიდი ხანია, რაც არასტაბილურს გადასცდა და ეს გულისხმობს იმას, რომ წახალისებული რომანტიზება მათ შორის დაკავების მიმართულებით მაღალჩინოსნების დამოკიდებულება არის ძალიან მძიმე,"- განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო