ნიკა გვარამიას ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს გადაწყვეტილების მიღება

„მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.

საძაგლიშვილმა სასამართლოში დაკითხულ მოწმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მოწმის სახით სასამართლოში "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელი გვანცა წულუკიძე დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ ორგანიზაციამ უზენაესი სასამართლოსგან სტატისტიკა მოითხოვა, საიდანაც წერილობით მიიღეს პასუხი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სსკ-ის 220-ე მუხლით, ანუ იმ მუხლით, რომლითაც ნიკა გვარამია საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული, არც ერთი სხვა პირი არ ყოფილა განმწესებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მოტივაციით დევნის ნიკა გვარამიას, რადგან სხვანაირად სტატისტიკისგან განსხვავება არ აიხსნება. ბოლო 5 წლის განმავლობაში თუ სხვა საქმეებზე ხდებოდა აბსოლუტურად სხვა შინაარსის სასჯელების შეფარდება და მხოლოდ ნიკა გვარამია აღმოჩნდა გამონაკლისი, ცხადია, რომ ეს მიუთითებს უკან მდგარ მოტივზე ამ განაჩენის მიღების მომენტში.

ერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ სააპელაციო სასამართლო გამონაკლისი არ იქნება და სააპელაციო სასამართლოს მოუწევს პოლიტიკური წნეხის პირობებში გადაწყვეტილების მიღება",- განაცხადა საძაგლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო