გაერო-ში გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები იწყება

გაერო-ში გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები იწყება

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე გენერალური დებატები იწყება.

როგორც ცნობილია, 26 სექტემბრამდე დებატებში მონაწილეობას მიიღებენ გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, მთავრობის მეთაურები და საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.

სამშაბათს, დებატების პირველ დღეს, დაგეგმილია საფრანგეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის, თურქეთისა და ბრაზილიის პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლა.

ასევე ცნობილია, რომ ოთხშაბათს გენერალური ასამბლეის საღამოს სხდომის დროს დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა.