მედია  - კვლევის თანახმად, უკრაინელების 92% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში შესვლას, 79% - ნატოში გაწევრიანებას

უკრაინელების 92% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში შესვლას, ხოლო 79% - უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტისა და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2-9 აგვისტოს ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

კერძოდ, უკრაინელების 92% ისურვებდა, რომ 2030 წლამდე უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. მაისის მონაცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2 პროცენტითაა გაზრდილი.

ასევე, უკრაინელების 79% ისურვებდა 2030 წლამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მაისის მონაცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 6 პროცენტითაა გაზრდილი.

გეოგრაფიულად, ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში უჭერენ მხარს (95% და 93% შესაბამისად), ხოლო აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ეს მაჩვენებელი 89%-ის დონეზეა.

მსგავსი ვითარებაა ნატოში გაწევრიანების საკითხზეც. უკრაინის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში ამ იდეას მხარს უჭერს 86% და 81%, ხოლოს სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში - 73% და 71%.

უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა”, რომელიც კვლევის შედეგებს აქვეყნებს, აღნიშნავს, რომ 2021 დეკემბერში უკრაინელების მხოლოდ 58% უჭერდა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და 48% - ნატოში შესვლას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო