ირაკლი კობახიძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე - პარალელურ პროცესზე ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი

პარალელურ პროცესზე ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი, პასუხისმგებელი ვართ იმ პროცესზე, რომელიც წარიმართება ოფიციალურად საპარლამენტო ფორმატებში - საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მარინა კალიურანდის განცხადებას, რომ საჭიროა პროცესი იყოს ინკლუზიური და ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ყველას.

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტარებს უთხრეს, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა ყველა პარტიას შესთავაზეს, თუმცა, ნაწილია ჩართული.

"დაწყებულია მუშაობა და ბევრგან დასრულებულიც კი არის. ჩვენ ამაზე ვართ პასუხისმგებელი და რაც მთავარია, ჩვენ იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილნი არიან სამუშაო ჯგუფებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არა მარტო განვიხილავთ საკითხებს, არამედ ვისმენთ მათ მოსაზრებებს. საარჩევნო რეფორმის, საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, უამრავი მათი წინადადება არის ასახული. შესაბამისად, პროცესი არა მარტო ფორმალურად ინკლუზიურია, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე მათ არ უსაუბრიათ და საკითხი არც ერთი მხარის მიერ არ ყოფილა დასმული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო