მარინა კალიურანდი - “ქართული ოცნება” უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას - ოპოზიცია, გთხოვთ, შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს

“ქართული ოცნება” უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას, რათა მათ იგრძნონ, რომ უსმენენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

“ოპოზიცია, გთხოვთ, შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ პარლამენტის მუშაობაში, ვინაიდან, თქვენ გაქვთ თქვენი ხალხის მანდატი და ეს თქვენი ვალდებულებაა წარმოადგინოთ საკუთარი ხალხი დემოკრატიის საუკეთესო გზით”, - აღნიშნა კალიურანდმა.

მან ასევე მოიყვანა ესტონეთის მაგალითი და აღნიშნა, რომ ესტონეთისთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების “საიდუმლო იარაღი” ამ მიზნისთვის პოლიტიკოსების ერთად მუშაობა იყო.

“არავის არ ვუნდოდით მანდ, არავინ გველოდებოდა მანდ [ევროკავშირსა და ნატოში] 90-იანების დასაწყისში, მაგრამ ვიტყვი, რომ “საიდუმლო იარაღი” იყო პოლიტიკოსების გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო და მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პატარა ესტონეთს შეუძლია შთამაგონებელი იყოს საქართველოსთვის თქვენს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში”, - დაამატა ევროპარლამენტარმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა