ხარკოვის ოლქში რუსები პეჩენეგის წყალსაცავის დამბის განადგურებას შეეცადნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანი, ალექსანდრ შტუპუნი ავრცელებს.
მისი თქმით, მიმდინარე დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო, 20 საავიაციო და 15-ზე მეტი საარტილერიო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.
“რუსული ჯარების ტერორისტული ქმედებების შედეგად მიმდინარე დღის განმავლობაში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზარალდა. მათ შორისაა სლავიანსკი, სივერსკი, სოლედარი, ბახმუტი, ვუჰლედარი, სტეპნოე, ნიკოპოლი და ოჩაკოვი. პეჩენეგის დასახლებულ პუნქტში ოკუპანტები შეეცადნენ პეჩენეგის წყალსაცავის დამბა გაენადგურებინათ, წარმატება არ იქონიეს”, - განაცხადა შტუპუნმა.