განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი  - „ოთხეულის" დეზინფორმაციული ნარატივები სულ უფრო მძიმდება და შემაშფოთებელ ხასიათს იძენს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნოს

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებს მკაფიოდ გაემიჯნოს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განცხადებები აზიანებს საქართველოს ინტერესებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წლების მანძილზე საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ.

“ქართული ოცნებიდან“ გასული „ოთხეულის" განცხადებებით გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები სულ უფრო მძიმდება და შემაშფოთებელ ხასიათს იძენს. ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მას ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს განვითარებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის: უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლების, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით. აშშ საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ერთგული მხარდამჭერია. მსგავსი ბრალდებები, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს აზიანებს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

ასევე, საყურადღებოა „ოთხეულის" განცხადებებში ხელისუფლების წარმომადგენლების კვალდაკვალ, არასამთავრობო ორგანიზაციების მორიგი დისკრედიტაციის მცდელობაც. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება აშშ-ს მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი თანხების ეჭვის ქვეშ დაყენება და არასამთავრობოების ამერიკულ აგენტურად მოხსენიება. აღნიშნული ნარატივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების დროს, ხშირად გამოიყენება ავტორიტარული რეჟიმების პირობებში და პარლამენტის წევრების მხრიდან მსგავსი რიტორიკა მართლაც დასაგმობია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნოს აღნიშნული განცხადების დეზინფორმაციულ მესიჯებს, რადგან ის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მისი დემოკრატიული განვითარებისადმი მტრულად განწყობილი რუსეთის მიზნებს ემსახურება და ცალსახად აზიანებს საქართველოს ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

აქვე, გვინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ აშშ-ს მთავრობის, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და ამერიკელი ხალხის მიმართ, დაუღალავი და მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისათვის“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს