უკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმით” რუსეთი ჰიტლერის 1945 წლის შედეგს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმით” რუსეთი ჰიტლერის 1945 წლის შედეგს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმით” რუსეთი ჰიტლერის 1945 წლის შედეგს მიიღებს. ამის შესახებ უწყება საკუთარ Twitter-ის გვერდზე წერს.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაშისტი რეკონსტრუქტორები არასდროს იღლებიან ავსტრიის ანშლუსის შესახებ რეფერენდუმის გამეორებით. ისინი 1938 წლის შედეგებს ელიან. ამის ნაცვლად, ჰიტლერის 1945 წლის შედეგს მიიღებენ”, - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 23-დან 27 სექტემბრამდე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე „რეფერენდუმების“ ჩატარება იგეგმება.