ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე - მისი შენიშვნები გაუგებარი და დასანანია

შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის, ეს რა თქმა უნდა, გაუგებარი და პირველ რიგში, დასანანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საზოგადოერივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რითაც მოსმენა-მიყურადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, „რომ ეს დემოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯია“ აღნიშნა, რომ მისთვის ეს განცხადება გაუგებარი და დასანანია.

„ეს განცხადება რა თქმა უნდა გაუგებარია. როდესაც არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ გაქვს და ამას ამბობ ეს გაუგებარია. მილიონჯერ გვითქვამს, შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის, ეს რა თქმა უნდა, გაუგებარი და პირველ რიგში დასანანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად