ანჯეი დუდა - ომი აგრესორმა უნდა წააგოს და ეს რუსეთია, უფრო მეტიც, აგრესორმა ის უკვე წააგო - ვალდებულები ვართ, აღვკვეთოთ სურვილი, ხელოვნურად გამოიწვიონ შიმშილი, როგორც ამას სტალინი აკეთებდა

ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვალდებულები ვართ, არ დავუშვათ, რომ 21-ე საუკუნეში ვინმემ შეგნებულად და ცინიკურად არ გამოიწვიოს ხელოვნური შიმშილი თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევის სახელით ,როგორც ამას სტალინი აკეთებდა 1930-იან წლებში, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამ კონტექსტში მან სტამბოლში რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ შეთანხმების მიღწევაში გენერალური მდივნის როლს.

„ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია, რომ 22 ივლისს სტამბოლში რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ცალკეულ შეთანხმებებს თურქეთთან და გაეროსთან, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გავლით საზღვაო გზის განბლოკვას მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. პირადად მე მინდა კიდევ ერთხელ ვაღიარო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მნიშვნელოვანი როლი ამ შეთანხმების გაფორმებაში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის ომი აგრესორის დამარცხებით უნდა დასრულდეს.

„ეს ომი, ისევე როგორც ყველა სხვა კონფლიქტი, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, აგრესორმა უნდა წააგოს და ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. უფრო მეტიც: აგრესორმა უკვე წააგო ის, რადგან თავისუფალი ერის დამორჩილება, მისი სულისკვეთების გატეხვა ვერ შეძლო. დღეს მის წინააღმდეგ დგას არა თავად უკრაინის სახელმწიფო, არამედ მრავალმილიონიანი ერი, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს რაიმე მოლაპარაკება დამპყრობელთან, სანამ ის არ გაიყვანს თავის ძალებს უკრაინიდან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა დუდამ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია