ოლაფ შოლცი - არ უნდა ვიდგეთ გულგრილად, როცა კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა, საზღვრების შეცვლას ცდილობს - იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა გლობალური წესრიგისთვის

რუსეთის საოკუპაციო ომს უკრაინის წინააღმდეგ არავითარი გამართლება არ აქვს, პუტინი ამ ომს ერთი - უკრაინის ხელში ჩაგდების მიზნით აწარმოებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცმა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართა, არსებულ სიტუაციაში ნეიტრალურობას ნუ გამოიჩენენ.

„არ უნდა ვიდგეთ გულგრილად, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა - გაერო-ს დამფუძნებელი წევრი და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - ძალადობის გამოყენებით საზღვრების შეცვლას ცდილობს“, - აღნიშნა შოლცმა სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის დაცვის მნიშვნელობას.

”წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს ალტერნატივა არის ძლიერის ბატონობა სუსტზე. იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ კატასტროფაა ჩვენი გლობალური სამშვიდობო წესრიგისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ დარბაზში 141-მა ქვეყანამ კატეგორიულად დაგმოს რუსეთის საოკუპაციო ომი“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს