თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი უზენაესმა სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. ქვეყნის უმაღლესმა ინსტანციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ლადო გრიგალაშვილის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა.

მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა გამოკვლეული, თუმცა, მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებებს მაინც ასაჩივრებდნენ.

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი შეყვარებული - ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მან ანა ნაცვლიშვილი შემთხვევის დღეს სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გრიგალაშვილმა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ უზნესაეს სასამართლოში. ორივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა