პაატა მანჯგალაძე - ირაკლი კობახიძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ექსტრემისტად - საინფორმაციო ტერორისტია

ირაკლი კობახიძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ექსტრემისტად - საინფორმაციო ტერორისტია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძის განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ე.წ. ოთხეული და „ქართული ოცნება" ერთია.

„ეს არის მხოლოდ ტაქტიკური განაწილება." ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოთხეულის განცხადებების შინაარსს ეთანხმებიან, განსხვავება არის მხოლოდ საზოგადოებისთვის მიწოდების ფორმაში, ანუ ის ოთხეული სისულელეს რომ საუბრობს, რომ შარლ მიშელს და ბაიდენს ომი უნდა, ამას კობახიძე ეთანხმება. ჩვენ ხომ რადიკალებს გვეძახიან, რაც სისულელეა და ირაკლი კობახიძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ექსტრემისტად, ყოველ დღე აშინებს ხალხს ომის და დასავლეთის საფრთხეს, თითქოს ომი არა რუსეთმა, არამედ დასავლეთმა დაიწყო, ეს არის საინფორმაციო დივერსია, ირაკლი კობახიძე არის საინფორმაციო ტერორისტი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო