სახალხო დამცველის მოადგილე - სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ არ იქნა გაზიარებული რეკომენდაციები, რომლებიც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატის და აშშ-ის საელჩოს მიერ

ასოცირების კომიტეტის შეხვედრაზე სასამართლო ხელისუფლების გამოწვევებზე ვისაუბრეთ - სამუშაო ჯგუფში, რომელიც შექმნილია ამ მიმართულებით, პროგრესი არ გვაქვს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში, რომელიც სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად შეიქმნა, რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატის და აშშ-ის საელჩოს მიერ, არ იქნა გაზიარებული.

ბურჯანაძის თქმით, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ასევე ისაუბრეს მედიათავისუფლებაზე, ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე, ნიკა გვარამიას და სხვა პირების სასამართლო პროცესებზე, მათ შორის კარტოგრაფების საქმეზე, სადაც მისი თქმით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნას ჰქონდა ადგილი.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე და ყოველთვის ხაზს ვუსვამთ პოზიტიურ დინამიკას, თუკი რამე არის. მაგალითად, ერთ- ერთ პოზიტიურ ნაბიჯად ვახსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ამ კუთხით, კარგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ გამოწვევებზე, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ გამოწვევებზე, იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფში, რომელიც შექმნილია ამ მიმართულებით, პროგრესი ჯერჯერობით არ გვაქვს, უმეტესობა და ყველა რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი აპარატის, აშშ-ის საელჩოს მიერ და ეს შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, არ იქნა გაზიარებული. ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებია სასამართლო ხელისუფლებაში, საუბარი შეეხო მედიაში არსებულ გამოწვევებს, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, სხვადასხვა შემზღუდავ რეგულაციებს კანონმდებლობაში და კომუნიკაციების კომისიის არასწორ პრაქტიკას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გამოსასწორებელია, ასევე მედიამფლობელების და გარკვეულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე - რა თქმა უნდა, ვახსენეთ კარტოგრაფების საქმე, სადაც სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დევნას. ვახსენეთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე, სხვა გახმაურებული საქმეები, სადაც მიგვაჩნდა, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივაში," - განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო