ოლაფ შოლცი - არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას და ყალბ რეფერენდუმებს

გერმანია და ცივილიზებული სამყარო არ მიიღებს იმ მშვიდობას, რომელსაც რუსეთი ცდილობს უკრაინას და სხვებს დაუწესოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე არ მიიღებენ ყალბ რეფერენდუმებს.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ პუტინის ომი დასრულდეს, მაშინ არ შეიძლება ჩვენთვის სულ ერთი იყოს, თუ როგორ დასრულდება იგი. ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას და არ მივიღებთ ყალბ რეფერენდუმებს. ამიტომ უკრაინამ უნდა შეძლოს რუსეთის შეჭრისგან თავის დაცვა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია.

„პუტინი უარს იტყვის თავის ომსა და იმპერიულ ამბიციებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააცნობიერებს, რომ ამ ომს ვერ მოიგებს“, - თქვა შოლცმა და დასძინა, რომ პუტინი ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საკუთარ სახელმწიფოსაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო