გიორგი ვაშაძე - მჯერა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს - აგერ მე და აგერ თქვენ!

მჯერა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს - აგერ მე და აგერ თქვენ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება არის მტკიცებულება იმისა, რომ “გამოდის მხოლოდ რუსეთის და არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან“.

ირაკლი კობახიძე პრორუსული “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი თავია, რომელმაც საქართველო რუსეთს შეადარა. უფრო მეტიც, მისი განცხადებებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ თავს ესხმის აშშ-ს. “ოთხეულის“ ყველა განცხადება და ფორმულირებები არის მისი ხელწერა - არათუ არასდროს გაემიჯნება მათ, არამედ პირდაპირ ამყარებს მტკიცებულებას, რომ არის პრორუსი, გამოდის მხოლოდ რუსეთის და არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ამიტომაც აგრძელებს აშშ-ზე თავდასხმას. როგორც კი პროევროპელები ერთად დავდგებით და გავერთიანდებით, ამ პრორუსებს ჩრდილოეთისკენ მივუჩენთ გზას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება