ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო კომისარი - თუ ნაწილობრივი მობილიზაცია იქნება საჭირო, ამას ბუნებრივია გავაკეთებთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, განცხადება გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო კომისარმა ბესლან ტარბამ.

მან რადიო Sputnik-ის ეთერში ისაუბრა აფხაზეთის მზადყოფნაზე, მხარი დაუჭიროს რუსეთს სამხედრო გზით, ნაწილობრივი მობილიზაციის აუცილებლობას, „რესპუბლიკაში“ მომავალ საშემოდგომო გაწვევაზე.

მისი თქმით, აფხაზეთში 90 პროცენტზე მეტი რუსეთის მოქალაქეა.

"ჩვენ ვამაყობთ ამით. ჩვენ სწორად მივიღეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა. ნაწილობრივ, ეს ეხება ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებსაც. თუ ნაწილობრივი მობილიზაცია იქნება საჭირო, ამას ბუნებრივია გავაკეთებთ, როცა მივიღებთ ოფიციალურ ცალკე ინსტრუქციას. არავის წინაშე ვალი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვერდით ვართ“ , - განაცხადა ე.წ. სამხედრო კომისარმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს