ოლაფ შოლცი - პუტინის ბრძანება ნაწილობრივ მობილიზაციასა და ,,რეფერენდუმების“ ჩატარებაზე სასოწარკვეთის აქტია

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება ნაწილობრივ მობილიზაციისა და ,,რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ ,,სასოწარკვეთის“ აქტია.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა განაცხადა, რომ პუტინს ,,კრიმინალური ომით“ მოგება არ შეუძლია და ,,ბოლო გადაწყვეტილებებით ის ყველაფერს ბევრად აუარესებს“.

,,პუტინმა თავიდანვე სწორად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის ნება“, ასევე მისი მოკავშირეების ერთიანობა და მიზანსწრაფულობა “, - დასძინა შოლცმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში „ცრუ რეფერენდუმი“ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „რა თქმა უნდა, არასოდეს იქნება მიღებული“.

,,სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კანონმა უნდა გაიმარჯვოს ძალაზე და ძალა არასოდეს იქნება კანონზე ძლიერი“ , - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო