Spiegel - გერმანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

გერმანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გამომძიებლები ტბა ტეგერნზესთან მდებარე ოლიგარქის კუთვნილ ვილებს ჩხრეკენ. საქმე სანქციების დარღვევას ეხება.

მიუნხენის პროკურატურის განცხადებით, ასევე ჩხრეკა მიმდინარეობს ბავარიაში, ბადენ-ვიურტემბერგში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და ჰამბურგში მდებარე ოც ობიექტში, რომლების უსმანოვთან არის დაკავშირებული. აღინიშნება, რომ ოპერაციაში ჩართულია სხვადასხვა საგადასახადო და პოლიციის უწყებების რამდენიმე ასეული თანამშრომელი.

აღნიშნულია, რომ უსმანოვი ბრალი სანქციების დარღვევაში ედება, ვინაიდან, იგი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უხდიდა, რათა ბავარიაში მდებარე მის ძვირადღირებული კომპლექსისთვის მიეხედათ. გამოძიება თანამშრომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება