რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას პორტალი ОВД-Инфо ავრცელებს.

დაკავებები რუსეთის 38 ქალაქში დაფიქსირდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიციის ყოველ განყოფილებაში დაკავებულთა რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს, ვინაიდან, სტატისტიკაში მხოლოდ ის ადამიანები მოჰყავთ, რომელთა დაკავებაზეც დადასტურებით იციან და რომელთა სახელების გამოქვეყნება შეუძლიათ.

ამ მომენტისთვის, ყველაზე მეტი დაკავებული სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვშია, ორივეგან როგორც მინიმუმ 399. შემდეგ მოდიან ეკატერინბურგი - 40, პერმი - 23, უფა - 22, ჩელიაბინსკი - 20, კრასნოიარსკი - 19, ვორონეჟი - 14, კრასნოდარი - 14, კალინინგრადი - 10, სარატოვი - 10, ირკუტსკი - 9, პეტროზავოდსკი - 8, არხანგელსკი - 8, ექვს-ექვსი - კოროლიოვში, ნოვოსიბირსკში, ტვერსა და იაკუტსკში, ოთხ-ოთხი - რიაზანში, ულან-უდესა და ტულაში, ჟელეზნოგორსკი - 3, ორ-ორი - იჟევსკში, სამარაში, ტომსკსა და სალავატში, თითო-თითო - ტიუმენში, ვოლგოგრადში, ყაზანში, ივანოვოში, სიკტივკარში, სურგუტში, ვოლოგდაში, ნიჟნი ნოვგოროდში, კალუგაში, ვიატსკიე პოლიანაში, სმოლენსკსა და ბელგოროდში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო