ილჰამ ალიევი - ჩვენ არავის ზარი, არანაირი განცხადება, არანაირი ინიციატივა არ გაგვაჩერებს

ჩვენ არავის ზარი, არანაირი განცხადება, არანაირი ინიციატივა არ გაგვაჩერებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშიც აღმართვის შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის ჯარმა სომხეთის “მორიგ პროვოკაციას უპასუხა და მტერს წინააღმდეგობა გაუწია”.

“იმედი მაქვს, ეს მათ საბოლოოდ გაკვეთილად გამოადგებათ, რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს”, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, სომხეთს საზღვრებზე სამუშაოები არ ჩაუტარებია, რადგან სჯეროდა, რომ ყარაბაღი და ზანგეზური მას დარჩებოდა.

“ჯერ ერთი, საზღვარი რომ ყოფილიყო იქ, სადაც ამბობენ, ასეთ შემთხვევაში გაავლებდნენ საზღვარს, შექმნიდნენ სასაზღვრო ხაზებს, კომუნიკაციებს, განახორციელებდნენ საინჟინრო სამუშაოებს. მათ სჯეროდათ, რომ მთელი ყარაბაღი და ზანგეზური მათ დარჩებოდათ. ზუსტად ამიტომ მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე”, - აღნიშნა ალიევმა.

მან აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაციის გარეშე არავის არ შეუძლია აზერბაიჯანის დადანაშაულება და დაამატა, რომ ბაქო მზადაა, განხილვისთვის და პასუხისმგებლობით უდგება დელიმიტაციის აზერბაიჯანულ-სომხური კომისიების მუშაობას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს