იგნასიო კასისი - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ჩვენი ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები განვიხილეთ

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნასიო კასისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

იგნასიო კასისი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები განიხილეს.

“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

მთავარი განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მოიცავდა: ჩვენს ბრწყინვალე ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს, ევროპის უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ კრიზისს და შვეიცარიის მანდატს საქართველოსა და რუსეთს შორის დამცველი ძალის რანგში”,-აღნიშნავს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო