თბილისში 63 უფასო სასადილოა, რომლითაც დღეში 42 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს

თბილისში 63 უფასო სასადილოა, რომლითაც დღეში 42 075 ბენეფიციარი სარგებლობს. „ინტერპრესნიუსის“ მიერ დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ერთ დღეში ერთი ბენეფიციარისთვის მომსახურების ფასი 1.7 ლარია.

ამასთან, ძირითად სიაში რეგისტრირებულ ბენეფიციართა გარდა, რომელთაც მათზე გათვლილი ულუფის ყოველდღიურად მიღება შეუძლიათ, უფასო სასადილოებში რეგისტრირებულია დამატებითი სიის 3603 ბენეფიციარიც, რომელიც საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ სასადილოში ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ გამოცხადდება.

ყველაზე მეტი ბენეფიციარი ნაძალადევის რაიონში მდებარე უფასო სასადილოებს ჰყავს. ამ რაიონში სულ 10 სასადილოა, სადაც ძირითადი სიაში 8053, ხოლო დამატებით სიაში 722 ბენეფიციარია რეგისტრირებული.

ინფორმაციისთვის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „უფასო სასადილოებით მომსახურების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა აღრიცხვის საქმის წარმოების ინსტრუქციის“ შესაბამისად ბენეფიციარები საკვებს უფასო სასადილოში იღებენ ყოველდღიურად, შეუზღუდავად, განკუთვნილი ულუფის ფარგლებში. ძირითადი სიის ბენეფიციარებზე საკვები გაიცემა არანაკლებ 6 საათის განმავლობაში - 14:00 საათამდე, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე სადილს იღებენ დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარები. ძირითადი სიის ბენეფიციარები კუთვნილ ულუფას იღებენ ყოველდღიურად, ბენეფიციარის არგამოცხადების შემთხვევაში, მათ ნაცვლად საკვებს იღებენ დამატებითი სიის ბენეფიციარები.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა